LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილაინმა ლიცენზიები 14 499 878 ლარად შეიძინა

103

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს, 23 დეკემბერს გამართულ სხდომაზე შპს „მობიტელმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ორი ლიცენზია აუქციონის წესით 14 499 878 ლარად შეიძინა.

კომისიამ 2016 წლის 8 ნოემბერს შპს „მობიტელის“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრითსარგებლობის ლიცენზიების გასაცემად  ორი  აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონზე გამოტანილი იყო 2100 მგჰსიხშირულ დიაპაზონში ორი –  2×5 მგჰ სიხშირული ზოლი. აუქციონში რესურსით სარგებლობის თითოეული ლიცენზიის საწყისი საფასური 6  904 704 ლარს შეადგენდა. აუქციონზე ერთი ბიჯის ოდენობა რესურსითსარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე –  345 235 ლარი იყო.

აუქციონში მხოლოდ შპს „მობიტელი“ მონაწილეობდა, კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სააუქციონო სხდომაზე დაადასტურა ლიცენზიებით სარგებლობის საწყისს საფასურებს (6  904 704 ლარი) დამატებული ერთი ბიჯის ოდენობის (345 235 ლარი) გადახდის მზადყოფნა.

შპს „მობიტელი“ ორივე ლიცენზიით სარგებლობისთვის აუქციონზე დაფიქსირებული თანხის, 14 499 878 ლარის 30%-ს (4 349 963 ლარს და 40 თეთრს) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთი თვის ვადაში ჩარიცხავს, დარჩენილ თანხას კი კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ერთი წლის ვადაში დაფარავს.