LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეითსი შეყვარებულია – 67 წლის მილიარდერი 62 წლის ქვრივს ხვდება

210
page

Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი შეყვარებულია. 67 წლის მილიარდერის რჩეული, პროგრამული უზრუნველყოფილების კომპანიის, Oracle-ს გარდაცვლილი დამფუძნებლის, მარკ ჰარდის ქვრივია. ბილი და 62 წლის პაულა ჰარდი ერთად უკვე გადაიღეს.

„ისინი განუყრელები არიან, უკვე ერთ წელზე მეტია ხვდებიან ერთმანეთს. სხვათა შორის, პაულას იდუმალ ქალბატონს უწოდებენ“, – აცხადებს ინსაიდერი.

ცნობისთვის, პაულამ და ბილმა ჯერ კიდევ მარკ ჰარდის გარდაცვალებამდე გაიცნეს ერთმანეთი. ტაბლოიდების განცხადებით, ისინი 2015 წელსაც დაუფიქსირებიათ ერთად. შეგახსენებთ, ბილ გეითსი მეუღლეს, მელინდა გეითს 27  წლიანი ქორწინების შემდეგ, 2021 წელს გაშორდა. მათ სამი შვილი ჰყავთ.

ფოტო: „ვერა ვონგის“ კაბა, 300 სტუმარი და Coldplay-ის შესრულება – ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი

ბილ გეითსის დამაიმედებელი პროგნოზი: „ომიკრონ“ შტამის ფართო გავრცელებამ, შეიძლება ინფიცირების შემთხვევების შემცირება და კორონავირუსის სეზონური დაავადების კატეგორიაში გადასვლა გამოიწვიოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები