LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Big Dog Garage: კომიკოსის გარაჟი, რომელიც გარაჟზე მეტია

122
The-Coolest-Cars-In-Jay-Leno-Garage-jay-lenos-garage-vw-bus

სამხრეთ კალიფორნიაში, სადაც ფილმებს იღებენ და ხშირად მსოფლიო ბომონდი იკრიბება, არის ჯეი ლენოს Big Dog Garage, ადგილი, სადაც ნახავთ რეტრომობილებს, კლასიკურ მოტიციკლებს და უახლეს ავტოტექნიკას.

გარაჟის 17 000 კვ\მ ფართობი უკავია – ერთდროულად ემსახურებიან 12 მანქანას. ფართობის მეოთხედი მანქანების მაღაზიას უკავია. აქ უამრავი აქსესუარის შეძენა შეიძლება.

გარაჟის ტერიტორიაზე გურმანთა სამზარეულოცაა, სადაც ჯეი ლენო კულინარიული ნიჭის დემონსტრირებას ახდენს საკუთარი მეგობრებისა და სტუმრების თანდასწრებით. ვინც ჯეი ლენოსთან სტუმრობს მან იცის, რომ მისი გარაჟი მუზეუმი არ არის.

მისი კოლექცია ავტომოტო წარმოების საუკუნოვან თარიღს ასახავს. ყველაზე ძველი მოდელებია 1906 წელს გამოშვებული Baker-ის ელექტრომობილი და ამავე წელს გამოშვებული Stanley Steamer. თანამედროვეთაგან კი აღსანიშნავია “შევროლე კორვეტ TR1”.

გარაჟში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1955 წლის “ბუიკს”, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ესაა პირველი მანქანა, რომელიც ჯეი ლენომ შეიძინა, არამედ იმის გამოც, რომ ეს იყო ლენოს სახლი და სამუშაო ადგილიც. ლოს-ანჯელესის “მომთაბარე” კომიკოსს, ხშირად ამ “ბუიკში” ეძინა. მან თქვა, რომ ამ მანქანას არასოდეს გაყიდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები