LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინას სათამაშოები: ნაძვის ხე უვადო მოსამართლეებით “მორთეს” (ფოტო, ვიდეო)

574
79130589-304925047091270-6982129085279371264-n

სამოქალაქო მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხე მიიტანეს, რომელზე სათამაშოების ნაცვლად მიმაგრებული იყო უვადოდ უკვე მხარდაჭერილი და საპარლამენტო სესიის კენჭისყრისთვის გამზადებული მოსამართლეების ფოტოსურათები. ახალგაზრდებმა ამ ფორმით პროტესტი გამოთქვეს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნეს, რომ მოსამართლეთა ის შემადგენლობა, რომელიც უვადოდ უნდა დანიშნონ, არიან ბიძინა ივანიშვილის “სათამაშოები” და ამიტომ მოუწოდებენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კენჭისყრაზე არ დაუშვან გამოუსწორებელი შეცდომა.

შალვა თადუმაძის უვადოდ მოსამართლეობას ბიურომ მხარი დაუჭირა: ვინ არიან და ვინ არა მხარდაჭერილთა სიაში

 

 

“გაბედეს” წევრების თქმით, ეს არის აქციის მშვიდობიანი ფორმა, ამიტომ პოლიციამ მათ ხელი არ უნდა შეუშალონ.

რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი პარლამენტის შესასვლელებთან ამ დრომდე არიან მობილიზებული, თუმცა მათ ახალგაზრდების მიერ ნაძვის ხის დადგმის წინააღმდეგი არ ყოფილან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები