თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „პიჯაკების საქმეზე“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის – თემურ ჯანაშია სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მოქალაქეები აქცია-პერფორმანსს მართავენ.
სასამართლოსთან იმყოფება ბრალდებული ჯანაშიას ახლობელი, ორგანიზაცია „ჩვენ გავათენებთ“ ხელმძღვანელი ნათათო გიორგაძე, რომელმაც სიმბოლურად პიჯაკი და გვირგვინი მოიტანა.
მისი თქმით ქვეყანაში სამარცხვინო პროცესები მიმდინარეობს:
„სამარცხვინო პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, ადამიანმა, რომელმაც ეს პიჯაკები ჩააცვა, სწორედ ისინი ასამართლებენ სააკაშვილს. ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ არის სამარცხვინო და სწორედ ამას ვაპროტესტებ“, – განაცხადა მან.