ექიმი ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს:
„ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც მეორე ადამიანის სიკვდილი უხარია? როგორი საშიში საზოგადოება ვართ თურმე! მოვიქცეთ ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს! გთხოვთ, გადაიყვანეთ და დაასრულეთ ეს ემოციების ომი!!!“