ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს მოწოდებით, რომ უფროსი ასაკის ადამიანები აუცილებლად უნდა აიცრან, ვინაიდან ეს კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელს შეამცირებს.
„ჩატარებული 1 მილიონი აცრიდან 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის წილი მხოლოდ 29% -ია.
ამის ფონზე, გასაკვირი არ უნდა იყოს 100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების მიხედვით საქართველოს პირველი ადგილი.
თქვენ არ იცრებით, არ იცრებით, თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები მაინც აცერით! ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის, გთხოვთ!“.