LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილს ყოფილმა ბანკირმა 143 მილიონი შვეიცარული ფრანკი მოპარა

207

ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ბანკირს, Credit Suisse-ს ყოფილ თანამშრომელს, პატრის ლესკაუდრონს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც Reuters იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება ჟენევის სასამართლომ მიიღო.

Credit Suisse-ს ყოფილ ბანკირს ბრალად კლიენტების ხელმოწერების გაყალბება და თაღლითური სქემის შემუშავება ედება, რამაც მას ათობით მილიონი ფრანკის სარგებელი მოუტანა.

მოსამართლე ალექსანდრა ბანას განცხადებით, ყოფილმა ბანკირმა ზარალი მიაყენა ბევრ კლინეტს, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ზარალი 143 მილიონი შვეიცარული ფრანკია (152 მილიონი დოლარი).

აღსანიშნავია, რომ პატრის ლესკაუდრონი წლების განმავლობაში კლიენტების $1,6 მილიარდის ქონებას უწევდა მენეჯმენტს.

ცნობისთვის, „კრედიტ სვის” (Credit Suisse) არის შვეიცარიაში ბაზირებული მულტინაციონალური ფინანსური მომსახურების ჰოლდინგის წევრი ბანკი, რომელიც საბანკო მომსახურების და სხვა ფინანსური სახის ოპერაციებს ახორციელებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები