ბიძინა ივანიშვილმა, Credit Suisse-სთან შვეიცარიის ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხების დასაბრუნებლად ხანგრძლივი ბრძოლა მოიგო. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს, რომელიც წერს, რომ შესაძლოა ბანკი აიძულონ, გადაიხადოს $500 მილიონზე მეტი, როგორც კი ბერმუდის სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას, ბანკის ადგილობრივი სადაზღვევო შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ.
Financial Times -ის ინფორმაციითვე, ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, ქართველი მილიარდერის დავა Credit Suisse-თან 2011 წლიდან იწყება, როდესაც ის ჯგუფის კერძო საბანკო კლიენტი იყო. სწორედ მაშინ გაჩნდა დეტალები, რომ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში Credit Suisse-ის კერძო ბანკირი პატრის ლესკადრონი თაღლითობდა შვეიცარიული ბანკის ანგარიშებთან დაკავშირებით – მათ შორის ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ვიტალი მალკინის ანგარიშებზე.
ბიძინა ივანიშვილი ბანკის თანამშრომელს, პატრიკ ლესკადრონს 2005 -2015 წლებში მისი ფულის არასწორად განკარგვაში და არამიზნობრივ ინვესტიციებში ადანაშაულებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლესკადრონმა ივანიშვილის ფინანსური აქტივები სხვა კლიენტების დანაკარგის გადასაფარად გამოიყენა. თავად Credit Suisse-ში კი მუდმივად აცხადებდნენ, რომ ივანიშვილის ბანკირი ბანკისგან დამოუკიდებლად მუშაობდა.
ივანიშვილი “კრედიტ სვისს” ქონების გაფლანგვას კიდევ სამ ქვეყანაში ედავება
ბიძინა ივანიშვილს ყოფილმა ბანკირმა 143 მილიონი შვეიცარული ფრანკი მოპარა
ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოს ჩვენება საქართველოდან მისცა – რა ეტაპზეა საქმე, რომლის მიხედვით მილიარდერმა 400$ მილიონი დაკარგა