LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილმა ლივერპულის აქციები იყიდა

414

საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიის მქონე გუნდის მეპატრონე გახდა.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, საუბარი არც მეტი არც ნაკლები “ლივერპულს” ეხება და ივანიშვილმა აქციების 7% შეიძინა, თუმცა უცნობია, თუ რამდენი გადაიხადა მან.

უცხოური გამოცემები წერენ, რომ ივანიშვილის ქონება 4.8 მილიარდ დოლარს უტოლდება და აღნიშნავენ, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადმიანია.

ასევე საინტერესოა, რომ ”ლივერპულის” აქციებს კალათბურთის მეგავარსკვლავი ლებრონ ჯეიმსიც ფლობს.

ჯერჯერჯობით ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ინგლისური გამოცემები ამის შესახენ ნაკლებად წერენ. ამ სიახლით შედარებით დატვირთულია რუსული და უკრაინული პორტალები, თუმცა ყველგან მწირი და იდენტური ინფორმაციაა. რამდენიმე ბრიტანულ საიტს სწორედ მათგან აქვს ინფორმაცია აღებული.

ამჟამად ”ლივერპულის” მფლობელია ამერიკული საინვესტიციო კომპანია The Fenway Sports Group.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები