LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პარტიის თავმჯდომარედ იქნება დამატებითი სტიმული – კახა კალაძე

81

ხვალ, პარტია „ქართული ოცნების“ დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით თბილისის მერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. კახა კალაძის შეფასებით, ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხდება, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის შესვლით პარტიის თავმჯდომარედ.

პარტიის გენერალური მდივანის თქმით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც ქართული პოლიტიკისთვის ძალიან საინტერესო იქნება.

„შინაარსობრივად როგორი იქნება ყრილობა, ამას ხვალ გაიგებთ. ზოგადად, ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხდება, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით პარტიის თავმჯდომარედ და მგონია, რომ პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ეს იქნება დამატებითი სტიმული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ხვალინდელი ყრილობის ფორმატს, მისი განმარტებით, ყრილობა სამუშაო რეჟიმში ტარდება, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე.

„ეს არის სამუშაო რეჟიმი, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე და ამიტომ იქნა შერჩეული ისეთი სივრცეც, რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო შეხვედრა და დელეგატებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ყრილობაზე მედიის მუშაობას, მისი თქმით, ჟურნალისტებისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილი, სადაც მედიას ინტერვიუების ჩაწერისა და ყველანაირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნება.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობა ხვალ მთაწმინდის პარკში, „ანდერვილიში“ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები