LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

121

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. როგორც ცნობილია, საუბრის მთავარი თემა არჩევნების პირველი ტურის შედეგები და მეორე ტურის მოსამზადებელი გეგმის განხილვა იქნება.

“ალბათ ჯერ გეგმაზე ნაადრევია საუბარი, ჩვენ გვექნება აზრები. მგონია, რომ გეგმის გარკვეული მონახაზი იქნება წარმოდგენილი. იქნება აზრების გარკვეული გაცვლა, იმიტომ რომ პარლამენტში იყვნენ გარკვეული პირები, რომლებიც რაიონებში საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები, იციან რა იყო გარკვეული ტაქტიკური და ორგანიზაციული საკითხები, რაც შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ისეთი კარგი მაჩვენებელი ვერ ავიღეთ და ალბათ იქნება ზოგადი ანალიზი და ამის მიხედვით ჩამოყალიბდება გეგმა,”- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა.

ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.