LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შალვა შავგულიძის განცხადება სამარცხვინო იყო

80

ყოფილი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი შალვა შავგულიძე გააკრიტიკა. როგორც ივანიშვილმა გადაცემა ”ინტერვიუში” განაცხადა, მისთვის მურუსიძის ქცევაზე სამარცხვინო შალვა შავგულიძის განცხადება იყო. “მან გიგი უგულავა პოლიტპატიმრად შეაფასა. ჩემთვის აუხსენელი იყო, რომ კაცმა, რომელმაც გირგვლიანის ადვოკატი იყო, პოლიტპატიმრებად დაასახელა ის პირები, ვინც უბედურება დაატრიალეს ქვეყანაში – გირგვლიანს რა გაუკეთეს. ჩემთვის ეს დიდი სირცხვილია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სასამართლო სისტემაში მოსამართლე ლევან მურუსიძის დატოვებასთან დაკავშირებით არსებულ უკმაყოფილებას, ყოფილი პრემიერის თქმით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოსამართლეების შეცვლა არ შეეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები