LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს უბრუნდება

37

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს უბრუნდება. მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე GDS-ის პროექტში ახალ სატელევიზიო სეზონზე, სექტემბრიდან გამოჩნდება. მისი თანაწამყვანები ჟურნალისტები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე იქნებიან.

როგორც გადაცემის ერთ-ერთმა თანაწამყვანმა, მიშა ფეიქრიშვილმა ambebi.ge-ს განუცხადა, ეს არ იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაცემა, ეს იქნება GDS-ის წინასაარჩევნო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში იქნება სტუმარი, რომელიც წამყვანების შეკითხვების გარდა სხვა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს.

გადაცემა კვირაში ერთხელ, პირდაპირ ეთერში გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები