LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bidzina Ivanishvili & Media უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გვერდი „ფეისბუქმა“ გააუქმა

162
1577015216-ბბბბ

ფეისბუქგვერდი Bidzina Ivanishvili & Media უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მისი გვერდი „ფეისბუქმა“ გააუქმა. ამის შესახებ აღნიშნულია ფეისბუქგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ეს გვერდი შეიქმნა 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და მას შემდეგ ფუნქციონირებს „ფეისბუქის“ ყველა წესის დაცვით, რასაც ადასტურებს ოფიციალური ფეისბუქგვერდის მონაცემები“, – აღნიშნულია ფეისბუქგვერდზე Bidzina Ivanishvili & Media.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მკვლევარმა, შოთა ნარსიამ ფეისბუქზე გაავრცელა პოსტი, სადაც წერს, რომ გვერდი 20 დეკემბერს, სხვა ქართულ ცრუ ანგარიშებთან ერთად გაუქმდა.

Facebook-ის მიერ “ქართულ ოცნებასთან” ასოცირებული გვერდების წაშლას ინტერნეტხუმრობები მოჰყვა, ნახეთ სახალისო რეაქციები (ფოტოები)

20 დეკემბერს, ფეისბუქმა საქართველოში საკუთარი ძირითადი პლატფორმიდან ფეისბუქის 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში წაშალა.

Facebook-მა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული 400-ზე მეტი გვერდი გააუქმა

გვერდები ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

სოციალური ქსელი აცხადებს, რომ უკვე წაშლილი გვერდები მმართველ პარტია ქართულ ოცნებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ისინი თავს სხვა პარტიებად, მედია საშუალებებად, რეალურ ადამიანებად და აქტივისტთა ჯგუფებად ასაღებდნენ.