პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემაზე გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჭარბვალიანობის საკითხს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ახსენებდა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეულ ინფორმაციას უმალავდნენ.
„ქუმსიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილთან შეთანხმებით ეს კვლევა არ გამოაქვეყნა, რაღაც მიზეზებს ამბობს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე კითხვა გუნდთან შეხვედრაზე, სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.