LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი ისევ ყველაზე მდიდარი ქართველია, მან მიხეილ ლომთაძეს გადაუსწრო

304
Untitled

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ნომერ პირველი მდიდარი ადამიანის ტიტული დაიბრუნა. ამჟამად, Bloomberg Billionaires Index -ის მიხედვით, მისი ქონება 6,10 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამ მაჩვენებლით ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 487-ე პოზიციაზეა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ მილიარდერს – მიხეილ ლომთაძეს, მისი ქონება შემცირდა და Bloomberg Billionaires Index -ში ის 491-ე პოზიციაზეა. მიხეილ ლომთაძეს ქონება დღეისათვის 6,06 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, მიხეილ ლომთაძე ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელია. „კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ლომთაძე 46 წლისაა – 1975 წელს ბათუმში დაიბადა. ამჟამად, ქართველი მილიარდერის პირად ცხოვრებაზე მედიისთვის არაფერია ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები