ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ერთადერთი მინისტრი, ვისთანაც შეხება აქვს, ეკონომიკის მინისტრია. ამის შესახებ ივანიშვილმა რადიო „თავისუფლების“ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
„უფრო ხშირად მიწევს შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან ერთი მიზეზით , ვცდილობ ეკონომიკას დავეხმარო. სხვა მინისტრებთან არანაირი შეხება არა მაქვს“, – განაცხადა ივაიშვილმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ მიიღო მონაწილეობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაცვლებაში.
” ფიქრობთ, მე ძალით გადავაყენე ღარიბაშვილი? მას ჰქონდა კონსულტაციები ჩემთან, რაც ნორმალურია. რა მექანიზმებით შეიძლებოდა, რომ მეიძულებინა იგი? მეც ხომ წავედი, ვინ მაიძულა წასვლა? მან შეაფასა სიტუაცია, ადრეულ პერიოდებშიც ჰქონდა შეკითხვები ჩემთან – ხომ არ არის დრო, რომ მე წავიდეო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ მინისტრი ხშირად მის რჩევებს არ ისმენდა, დღევანდელი პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი კი კიდევ უფრო პრინციპულია და უფრო მეტი გამოცდილება აქვს საკუთარი მოღვაწეობითა და მენეჯმენტით.