LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ხაინდრავას ფილმი “ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს”

93

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესახებ ფილმის გადაღება მისი ინიციატივა იყო და გოგა ხაინდრავას ”ჰეროკრატიას” გამოსვლას ორი მიზეზი აქვს.

„ რა თქმა უნდა, ჩემი იდეა იყო და ძალიან მინდოდა. ამ ფილმის გადაღებაზე საუბარი დაიწყო 2-2,5 წლის წინ. 9+1-იც ჩემი მოგონილი სათაურია და ხაინდრავამ ახალი სათაური გაუკეთა მას – ”ჰეროკრატია”. რაც შეეხება იმას, რომ ახლა ხდება – ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ დიდი დრო დასჭირდა ფილმის გადაღებას. 24 სერიანი, მასშტაბური ფილმია და დიდი დრო დასჭირდა და დაემთხვა, თორემ უფრო ადრეც შეიძლებოდა ჩვენება. ის, რომ დღესაა და ეს დამატებით კითხვებს იწვევს, თუ რატომ, მე ვფიქრობ, რომ კარგია. უფრო ადრე რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, რამეთუ არჩევნების ჩატარებაში ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები