LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი: ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა

1079
maxresdefault

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დეპუტატების პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, მოქალაქეების პროტესტს იზიარებს.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ „ფეისბუქის“ პოსტში ვკითხულობთ, პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ სხდომის წაყვანა, ივანიშვილისთვის მიუღებელია. 

სესია შეწყდა - საზოგადოების პროტესტი დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან შეიკრიბნენ.

„დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის და თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შემდეგ, პარლამენტთან და პარლამენტში დიდი არეულობა დაიწყო. სესია შეწყდა და პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.

დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ფარგლებში ჩამოვიდნენ. თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მათ მიერ სხდომის წაყვანა დაგეგმილი არ იყო. “ოცნების” უმრავლესობა მიმდინარე სესიას გაემიჯნა, გამონაკლისია ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც გავრილოვისგან საჩუქარი მიიღო და განაცხადა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება – სად უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები