Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბიძინა ივანიშვილი არც ოლიგარქია, არც რუსი, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს და სხვა ქვეყნის საქმეებში ცხვირს ნუ ჰყოფს: დავითულიანი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი არც ოლიგარქია, არც რუსი, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს და სხვა ქვეყნის საქმეებში ცხვირს ნუ ჰყოფს: დავითულიანი

202
Untitled design (1)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუს ოლიგარქებს და ასევე ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეთ, მმართველი გუნდის წევრი ბექა დავითულიანი ეხმაურება.

პოდოლიაკი და ძმანი მისნი “ჭე” კლასის მრჩევლები არიან, რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში: ზარქუა

როგორც დავითულიანი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი არც ოლიგარქია და არც რუსი:

“რუს ოლიგარქებს სანქციებს დაუწესებენ თუ არა, ეს საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს და ვინც ჩათვალა საჭიროდ, უკვე დაუწესა და ალბათ, მომავალშიც დაუწესებს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც ოლიგარქია და მით უმეტეს, არც რუსი, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში, ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფს იმაში, რაც მას არ ეკითხება და რაც მისი საქმე არ არის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვუსურვებთ წარმატებას და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ხელთ არსებობს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განცხადებები ძალიან აგრესიული, არამეგობრული და ძალიან უსამართლოა, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს.

ჩვენ არ დაგვიწყია მათი ლანძღვა, როცა საქართველოში ძებნილი მიხეილ სააკაშვილი და სხვა არაერთი ძებნილი პირი ჰყავდათ თანამდებობებზე. ახლა კეთილი ინებონ, რამენაირად მოთმინება მოიკრიბონ, მათი მდგომარეობა, ემოციური ფონი და ყველაფერი მესმის, მაგრამ იმაზე მეტს ნუ იღებენ თავის თავზე, ვიდრე ეკუთვნით, არ შეიძლება, მათი საქმე არ არის და მათ არავინ ეკითხება”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები