LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭს პრინცესას კაბას არ ჩავაცმევ: გვჭირდება თუ არა გენდერულად ნეიტრალური სასწავლო პროგრამა

„პედაგოგი და აღმზრდელი ბავშვებს არ გამოარჩევენ გენდერული ნიშნით“ – საბავშვო ბაგა-ბაღებში სწავლების ახალმა სტანდარტმა სოციალურ ქსელსა და საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი, რომელიც მთავრობამ 30 ოქტომბერს დაამტკიცა, მშობლების ნაწილმა მეორედ მოსვლის ნიშნადაც კი აღიქვა.

არ მივესალმები გენდერის ნიშნის სრულად წაშლას, არანაირი სურვილი არ მაქვს  ჩემმა ბიჭმა ბაღის ზეიმზე პრინცესას როლი მიიღოს“.

 

საქმე იქამდე მივა ჩემ შვილისშვილსჩემი ჭკვიანი ბიჭი ვეღარ დავუძახებ“.

 

 

კანონში, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ არის შემუშავებული,  თამაშებსა და სხვადასხვა აქტივობებში ბავშვების თანაბრად ჩართვაზეა საუბარი.

მუხლი 19 პუნქტი 2

აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი თანაბრად ურთიერთობენ თითოეულ ბავშვთან – არ გამოარჩევენ მათ შესაძლებლობების, გარეგნული თავისებურებების, რელიგიის, ასაკის, ეთნიკური მიკუთვნებულობის, სოციალური მდგომარეობისა და სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით;

 პედაგოგი და აღმზრდელი ბავშვებს არ გამოარჩევენ გენდერული ნიშნით, ხელს უწყობენ გოგოებსა და ბიჭებს ყველა ტიპის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.

ჯერ კიდევ 2015 წელს, საერთაშორისო ორგანიზაცია „იუნისეფის“ დახმარებით მომზადებულ აღმზრდელთა სახელმძღვანელოში დეტალურად არის გაწერილი რას გულისხმობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გენდერულად ნეიტრალური მიდგომა.

„აღმზრდელებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველანაირი აქტივობა და მასალა ყველა ბავშვისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. არ არსებობს მკაცრად გამიჯნული საქმიანობები გოგონებისთვის ან ბიჭებისთვის. გათამაშებულ ზღაპრებში თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი ორივე სქესის გმირები. გენდერულად (სქესობრივი ნიშნით) დისკრიმინაციულ ქცევა, როგორიცაა ბიჭების მიერ თამაშიდან გოგოების გარიყვა (ან პირიქით),აღმზრდელებმა უპასუხოდ არ უნდა დატოვონ. ამ ტიპის ქცევები არაფრით განსხვავდება ბავშვებს შორის სხვა აგრესიული თუ უხეში ქცევისგან“, – წერია სახელმძღვანელოში.

 

ბაგა-ბაღების მართვი სააგენტოში აცხადებენ, რომ ცვლილება საზოგადოების ნაწილის მხრიდან არასწორად იქნა გაგებული და ამაში ბრალი მედიის წარმომადგენლებსაც მიუძღვით. რამდენიმე ინტერნეტპორტალმა სოციალურ ქსელში მასალა არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა.

„აღმზრდელ მასწავლებლებისთვის პროფესიული სტანდარტის შემოღება ბავშვებისთვის უკეთესი ხარისხის განათლების მიღებას ემსახურება. პედაგოგები იქნებიან მეტად კვალიფიციურები. ახალი სტანდარტი არა გენდერის ცვლილებას, არამედ როლების თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს. პატარები ერთნაირად იქნებიან აქტივობებში ჩართული და ერთად ითამაშებენ ყველა თამაშს“, – განმარტავს „ფორტუნასთან“ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა.

 

 

ბავშვებისადმი გენდერულად თანაბარ მიდგომას  მომხრეებიც მრავლად ჰყავს. მშობლების ნაწილი არა მარტო ბაღებში, გასართობ ცენტრებსა და სათამაშოების მაღაზიაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებზე ამახვილებენ ყურადღებას.

„როცა ბავშვს დაბადების დღეს ვუხდი, გოგონების პროგრამაში მხოლოდ პოდიუმზე გამოსვლა, ლექსებსა და სიმღერებში შეჯიბრი და მსგავსი გასართობებია გაწერილი, ბიჭების პროგრამა კი მეტად არის სპორტული შეჯიბრებებით დატვირთული. გასართობი პროგრამის მსგავსი დაყოფა არასწორია და პრობლემას  მიქმნის გასართობი ცენტრის შერჩევს დროს“, – ამბობს მაია დავითური.

„როცა სათამაშოების მაღაზიაში შევდივარ კონსულტანტის  პირველი კითხვა არის სათამაშოს გოგოსთვის ვეძებ თუ ბიჭისთვის. არის შემთხვევები, როცა კონსულტანტები კეთილი განზრახვით „წინააღმდეგობას“ გიწევენ და გეუბნებიან რომ სათამაშო ბიჭისაა. გოგოების სექციაში მხოლოდ თოჯინები, სამზარეულო და მსგავსი სათამაშოებია განთავსებული, გონების განსავითარებელი კონსტრუქტორები რატომღაც მთლიანად ბიჭების სექციაშია თავმოყრილი. კარგი იქნება თუ ამ სტერეოტიპებს ბაღშივე შეებრძოლებიან და ბავშვები თანაბრად ითამაშებენ ყველა თამაშს“, – წერს მშობელი სოციალურ ქსელში.

გენდერულად თანაბარი სწავლების სტანდარტი დანერგილია შვედეთში. შვედურ საბავშვო ბაღებში ბარბი, მანქანა, ბურთი და კონსტრუქტორი ერთ კალათაშია მოთავსებული. ბავშვები თავად წყვეტენ, რომელი სათამაშოთი და რა თამაშით გაერთონ თანატოლებთან.

 

თამუნა გოგუაძე