ქართველი დიზაინერი ბიჭოლა დიდი ხანია, საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს. ის ზაფხულს განსაკუთრებულად დატვირთულად ატარებს და აქტიურად ისვენებს.
ბიჭოლა რამდენიმე დღის წინ საქართველოში იყო ჩამოსული, ბათუმში მისი მეგობრის, უკრაინელი შემსრულებლის, ივან დორნის კოცნერტი გაიმართა, რომელსაც ის დაესწრო, შემდეგ კი მონაკოში გაეშურა, სადაც მოხვდა წვეულებაზე, კარდაშიანების ცნობილ წარმომადგენელთან, კაილი ჯენერთან და რეპერ ტრევის სკოტთან ერთად.
ბიჭოლას ცეკვა კაილის „ინსტაგრამის“ გვერდზეც აღმოჩნდა და ამ ვიდეომ ქართული სოცქსელები მოიარა.
თავად ბიჭოლამაც გააზიარა ვიდეო, სადაც ტრევის სკოტი ცეკვავს.