11 ოქტომბერს, რუსთავში, მტკვარში 13 წლის ბიჭი, რომელიც ხიდიდან გადავარდა და დაიხრჩო, ქ. რუსთავის #16 საჯარო სკოლის მოსწავლე, ნიკა ჭანჭარაშვილია. მას მაშველები და მყვინთავები ერთი საათის განმავლობაში ეძებდნენ.
მეგობრები და ახლობლები, სოციალურ ქსელში მწუხარებას გამოთქვამენ და ინფორმაციას ავრცელებენ..
მეგობრები:
”დღეს წყალში დაიხრჩო”..
”ჭინჭოო ჩემო მომღიმარო ბიჭოოო ძალიან დამაკლდები ჩემოპატარა”.
„15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბეტონზე ჰქონდა თავი დარტყმული, წყალში ჩავარდნისას უკვე გონება ჰქონდა დაკარგული და ჩავარდნიდან 5 წუთში გარდაიცვალა“- წერს ერთ-ერთი მეგობარი.
”ჩვენი ნიკა აღარ არის ! ! !
ყველას შეგვაზიზღე ეს თარიღი !
როგორ ძალიან გვიყვარდი ყველას, როგორ ძალიან გვიშლიდი ნერვებს. როგორ ძალიან მოგვენატრები.
რანაირად გავერთოთ შენ გარეშე?! რანაირად შევეგუოთ იმ ფაქტს რომ აღარ იქნები, იმ ფაქტს რომ ნიკა აღარ არის !? მოწყელინი რომ ვიყავი სულ მამხიარულებდი და არა მარტო მე ყველას ! ვერ იტანდი როცა რომელიმე მეგობარი მოწყელინი იყო ! მოგვენატრება შენი სიცანცარე, სალტოები, ღიმილი, სიცილი, ტირილი, შენ მოგვენატრები ყველაზე მეტად. იცოდე რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ და მეყვარები.
ტვინი არ იღებს ამ რეალობას, მაინც ერთად ვართ ნიკა ჩემს სამყაროში!
უბრალოდ დიდი მადლობა იმ დღეებისთვის რასაც შენთან მეგობრობა ჰქვია!
ჩვენი ანგელოზი ხარ”. – ანანო მანჯავიძე.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.