LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭები, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს: ათწლეულის ყველაზე ცუდი ტრანსფერები

112
nintchdbpict000381322494-e1517229586530

პორტალმა Givemesport-მა ბოლო ათწლეულის ყველაზე უარესი ტრანსფერების რეიტინგი შეადგინა. გაითვალისწინეს მოლოდინი, ფულადი დანახარჯი და მოთამაშის საბოლოო შედეგი.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ფილიპე კოუტინიო, რომელიც „ბარსელონამ“ „ლივერპულისგან“ დიდ ფულად იყიდა და ახლა „ბაიერნში“ ყავს იჯარით გაშვებული იმ იმედით, რომ გერმანელები ბრაზილიელს გამოისყიდიან.

სიაშია ნეიმარიც, რომელიც პსჟ-დან წასვლას გეგმავს.

ტოპ 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 10 წელიწადში:

1. ალექსის სანჩესი | „არსენალიდან“ „მანჩესტერში“ (2018) | გაცვლა.

2. ფილიპე კოუტინიო | „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ (2018) | 102 მლნ ფუნტი.

3. ანხელ დი მარია | „რეალიდან“„მანჩესტერში“ (2014) | 59,7 მლნ.

4. ლეონარდო ბონუჩი | „მანჩესტერიდან“ „მილანში“ (2017) | 35 მლნ.

5. დენიელ დრინკუოტერი | „ლესტერიდან“ „ჩელსიში“ (2017) | 35 მლნ.

6. ბებე | „ვიტორიადან“„მანჩესტერში“ (2010) | 7,4 მლნ.

7. ნეიმარი | „ბარსელონადან“ პსჟ-ში (2017) | 189 მლნ.

8. ტომა ლემარი | „მონაკოდან“ „ატლეტიკოში“ (2018) | 51 მლნ.

9. მემფის დეპაი | პსვ-დან „მანჩესტერში“ (2015) | 31 მლნ.

10. პაკო ალკასერი | „ვალენსიადან“ „ბარსელონაში“ (2016) | 25,58 მლნ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები