LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბილოვი: მეორე ფრონტი ვერსად გაიხსნება, რადგან თავად საქართველოსთვის ეს გახდება მესამე ფრონტი: სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და რუსეთის ფრონტი

601
756494517982650

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო არ წავა იმაზე, რომ ღია „მეორე ფრონტი“ გაუხსნას რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, თვით ამერიკის ზეწოლითაც კი, რადგან ეს გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს თბილისისთვის. ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა სააგანეტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არ მგონია, რომ საქართველო მოექცევა იმ ზეწოლის ქვეშ, რომელიც გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს თავად საქართველოსთვის. ვერ ვხედავ მიზეზებს, რომლითაც საქართველო გახსნის რაღაც მეორე ფრონტს. ეს, როგორც ამას დღეს ამბობენ, ნიშნავს, პირდაპირ აიღო და საკუთარ ფეხებს ესროლო ან თავში დაიხალო“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე სიტყვებით, „მეორე ფრონტი ვერსად გაიხსნება, რადგან თავად საქართველოსთვის ეს გახდება მესამე ფრონტი: სამხრეთ ოსეთის ფრონტი, აფხაზეთის ფრონტი და რუსეთის ფრონტი”

“ვფიქრობ, ეს მშვენივრად ესმით“,- დასძენს დე ფაქტო პრეზიდენტი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები