ბიანკა ჩენსორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შიშველი სიარულის გამო, დიდი ფულადი ჯარიმა ელოდება, ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს. ყოველივე ამის ფონზე, ეპატაჟური წყვილი ახლახან პარიზის ქუჩებში გადაიღეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად ჩენსორის შედარებით მოკრძალებულად ეცვა. ჰიპ-ჰოპ არტისტი როგორც ყოველთვის შავებში იყო გამოწყობილი, ბიანკა კი იისფერ, დახურულ ზედაში.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბიანკას მამა მათ ურთიერთობაში ჩაერია, ის სიძესთან შეხვედრას ითხოვს, რათა მას სერიოზულად დაელაპარაკოს.
„საუბარი შეეხება იმას, რომ ბიანკა ჰიპ-ჰოპ არტისტის ხელში შიშველ თოჯინად იქცა“,-აცხადებს ინსაიდერი.
ბიანკას გარემოცვა ფიქრობს, რომ უესტი მას ატერორებს და თავისუფლებას უზღუდავს.
ბიანკა ჩენსორის მამა კანიე უესტისა და მისი მეუღლის ურთიერთობაში ჩაერია
„აღარანაირი შარვალი“ – კანიე უესტმა დაპირება შეასრულა – ბიანკა ჩენსორის შოკისმომგვრელი გამოჩენა
,,კდემამოსილი და მტარვალი” – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის უახლესი ფოტოები დაგაფიქრებთ