LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბიალონი” – ქართული ბრენდი, რომელმაც ქალბატონებისთვის საღამურების წარმოება დაიწყო

930

საქართველოში ქალბატონებისთვის საღამურების წარმოება დაიწყეს. ”ბიალონი” ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 1 კვირაა გამოჩნდა.

როგორც მისმა დამფუძნებელმა, თაკო გეგეჭკორმა განმარტა, თავის დამკიდრებას მაღალი ხარისხით გეგმავს.  ”ჩემი ინფორმაციით, ბაზარზე ადგილობრივი კონკურენტები არ გვყავს – არ არსებობს ქართული ბრენდი, რომელიც საღამურებზე მუშაობს. სწორედ ამიტომ, ”ბიალონმა” გადაწყვიტა ეზრუნა ქალბატონებზე. რაც შეეხება ღირებულებას, ჩვენი პროდუქცია ამ ეტაპზე 30-დან 100 ლარამდე ღირს”, – განუცხადა “ფორტუნას” გეგეჭკორმა.

მისივე თქმით, ”ბიალონის” საღამურები უმაღლესი ხარისხის აბრეშუმით იკერება და ნაზი დეტალებით ფორმდება. ამ ეტაპზე ბრენდს 7 დიზაინის საღამური და 2 დიზაინის ხალათი აქვს შექმნილი. სამომავლოდ კი  პროდუქციის გამრავალფეროვნება და ახალი მოდელების წარმოება იგეგმება – ”ბიალონი” საქორწინო საღამურებსა და ხალათებს შეკერავს.  ამასთან, ბრენდი საბავშვო კოლექციაზეც დაიწყებს მუშაობას.

რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, როგორც ”ბიალონის” დამფუძნებელმა განმარტა, ის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდება, სამომავლო გეგმებში კი საკუთარი მაღაზიის გახსნაც შედის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები