LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BeWise პირველი აპლიკაციაა საქართველოში, რომლითაც ადამიანს შეუძლია შესაძლო ავადმყოფობის სიმპტომები აკონტროლოს

157
1200x628

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი აგრძელებს სტარტაპების მხარდაჭერას და საქართველოში ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას. ამჯერად კომპანია ჯანმრთელობის აპლიკაცია Bewise-ის პარტნიორი გახდა, რაც ამ ინოვაციური ციფრული პლატფორმის პოპულარიზაციას გულისხმობს.

BeWise პირველი მობილური აპლიკაციაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს ჯანმრთელობის მართვის ახალ მიდგომას სთავაზობს. აპლიკაციით ადამიანს შეუძლია აკონტროლოს შესაძლო ავადმყოფობის სიმპტომები და შეინახოს ისტორია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. BeWise-ს აქვს რეგისტრაციის მარტივი მოდული, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია განისაზღვროს მომხმარებლის რისკ ჯგუფი. შემდგომ, მომხმარებელი ონლაინ უთითებს ყველა იმ სიმპტომს, რომლებიც ახლა ან უახლოეს წარსულში აწუხებდა. აპლიკაცია გარკვეული პერიოდულობით ეკითხება მომხმარებელს, თუ როგორ გრძნობს ის თავს. შედეგად გენერირდება ელექტონული ანამნეზი, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, საჭიროების შემთხვევაში, ჩივილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ექიმს. დამატებით, აპლიკაციაში ჩაშენებულია facebook-ის ე.წ. Stories -ს მსგავსი მოდული, სადაც მოცემულია სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებით.

მეტი ინფორმაციისთვის აპლიკაციის შესახებ, ეწვიეთ BeWise Facebook-ზე: https://www.facebook.com/Bewise.ge;

ვებგვერდზე: www.bewise.ge; დაუკავშირდით BeWiseBot-ს: m.me/Bewise.ge და გადმოწერეთ BeWise აპლიკაცია: https://play.google.com/store/apps/details?id=com.wisegroup.bewise&hl=en

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები