საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, აუდიტორული კომპანია შპს „ეკონომაუდიტის“ მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც მოძრაობის ფინანსური მდგომარეობის შესახებ შეიცავს ინფორმაციას.
დასკვნა მოიცავს მოძრაობის დაარსების დღიდან, 2018 წლის 17 ივნისიდან, 2021 წლის 31 ივლისს დასრულებულ საანგარიშო პერიოდს.
განცხადება და დოკუმენტების ასლები, რომლებიც საბანკო ანგარიშების ამონაწერებს მოიცავს, საზოგადოებრივმა მოძრაობამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
„საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმოგიდგენთ აუდიტორული კომპანია შპს „ეკონომაუდიტის“ მიერ მომზადებულ დასკვნას ჩვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ხანგრძლივი პროტესტის მანძილზე მოძრაობის ფინანსების წარმოშობასა და ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ არაერთი ეჭვი გამოითქვა.
ჩვენს ფეისბუქგვერდზეც და მედიასივრცეშიც და ისინი ამ შემოწირულობებით მონაწილეობენ პროტესტში. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ გვავალდებულებს, გადავწყვიტეთ, მიგვემართა აუდიტორული კომპანიისთვის, რომ ყველასთვის ცხადი იყოს, ვისგან რა თანხა მიიღო ჩვენმა მოძრაობამ, როგორ განიკარგა მიღებული შემოწირულობები, გვქონდა თუ არა ამ მხრივ კანონთან შეუსაბამობა და ამით ამოიწუროს ეს საკითხი.
დამოუკიდებელი მარწმუნებელი დასკვნა მოიცავს დაარსებიდან, 2018 წლის 17 ივნისიდან 2021 წლის 31 ივლისს დასრულებულ საანგარიშო პერიოდს.
აუდიტორის აზრით, „ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, იცავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის მოთხოვნებს.“ აქვე ვაქვეყნებთ საბანკო ანგარიშების ამონაწერებს, დაფარულია მხოლოდ პერსონალური მონაცემები – გვარები, სახელები, ანგარიშის ნომრები.