ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემის „ღვინო დუდუკი ქალები“ სტუმარი მომღერალი ნინო ჩხეიძე იყო, რომელმაც საზოგადოებამ სწორედ „არ დაიდარდოს“ ეთერიდან გაიცნო. მომღერალმა მისი პირველი ნაბიჯები გაიხსენა კარიერაში და დიდი მადლობა გადაუხადა გიორგი მშვენიერიძეს, „არ დაიდარდოს“ პროგრამების მენეჯერს, რომელმაც ყველასთვის უცნობი მომღერლის სიმღერები ეთერში გაუშვა. „თავიდან მეც ბევრჯერ გამომიგზავნია მესიჯი თხოვნებში – გთხოვთ გაუშვით ნინო ჩხეიძის სიმღერა, შემდეგ ეს უკვე საჭირო აღარ იყო”, – აღნიშნა მომღერალმა.
ინტერვიუს დროს ნინო ჩხეიძემ გასტროლებსა და ემიგრანტებისთვის გამარულ კონცერტებზე ისაუბრა, რომელიც მას უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს და ამ ადამიანების განწყობა და აზროვნება მისთვის სამაგალითოა.
გადაცემის ფარგლებში ნინოს და „ნიუ ბენდის“ შესრულებით ყველასთვის საყვარელი სიმღერის „ყვავილების ქვეყანა“ ახალი ვერსიის პრემიერა გაიმართა, მომღერალმა აღნიშნა, რომ მისი სამომავლო გეგმები სწორედ „ნიუ ბენდს“ უკავშირდება, გეგმავენ გასვლით კონცერტებს, კლიპის გადაღებას და ახალი ალბომის გამოშვებას.