LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი შეურაცხყოფა მივიღე, მაგრამ ბოდიში არაფერს არ ასწორებს: ჟვანია

107
თამარ ჟვანია

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ბოდიში უნდა მოუხადოს, თავად ცესკოს ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ ამის მოლოდინი არ აქვს.

კობახიძე: ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან რასაც აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს

ჟვანია ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი შემდგომი პერიოდი არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც უსაფუძვლო ბრალდებები და შეურაცხმყოფელი ტექსტი მოუსმენია და აქვე აღნიშნავს, რომ ბოდიში არ ასწორებს არაფერს და ყველაფერს სიმართლე ასწორებს:

“სიმართლე გითხრათ, მე ასეთი მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც უსაფუძვლო ბრალდებები მომისმენია. ბევრი შეურაცხყოფა მივიღე პირადად მე ამ არჩევნების შემდგომ პერიოდში, ასევე დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოდიში არ ასწორებს არაფერს, ყველაფერს ასწორებს სიმართლე. ჩვენ ვართ ძლიერები იმიტომ, რომ ვართ მართლები.” – თქვა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, ბოდიში აქვთ მოსახდელი, რადგან რასაც მას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს.

კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას – რით ხსნის ჟვანია საარჩევნო მოხელეების შეცდომებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები