ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდპანდემიის დროს საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს, რომელზე პასუხსაც ვერ იღებს. მისივე თქმით, ამის შემდეგ არ უნდა უკვირდეთ, რომ „საზოგადოება ექიმებს რაღაცაში არ უჯერებს, თუნდაც ვაქცინაციის ნაწილში“.
ექიმ-ენდოკრინოლოგს აინტერესებს, თუ PCR ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს და შემდგომ ამის განხილვა ხდება, როგორც კოვიდინფიცირება, ირიცხებიან თუ არა ეს ადამიანები კოვიდსტატისტიკაში, ან დგებიან თუ არა ისინი აღრიცხვაზე ოჯახის ექიმთან.
„გავიგეთ, რომ პჯრ (PCR) -ით შეიძლება ვერ დადასტურდეს ჩივილების კასკადი და მოვიდეს უარყოფითი პასუხი, მიუხედავად ამისა ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც კოვიდ-ინფიცირება და აქვე მაინტერესებს რამოდენიმე საკითხი:
1. ეს ადამიანები ირიცხებიან კოვიდ სტატისტიკაში?
2. ეს ადამიანები დგებიან აღრიცხვაზე ოჯახის ექიმთან?
3. თუ პირველი ორი საკითხი არ დგება დღის წესრიგში, მაშინ რატომ ვთვლით მათ კოვიდინფიცირებულებად?
….. და ძალიან ბევრი სხვა საკითხი არის უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელზეც საზოგადოებას პასუხები არ აქვს და მერე ნუ ვიტყვით, რომ საზოგადოება რაღაცაში არ გვიჯერებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, თუნდაც ვაქცინაციის ნაწილში.
დიახ, როდესაც არსებობს კითხვები მას უნდა გაეცეს პასუხი.
მადლობა“, – წერს ლაშა უჩავა.