LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი რესტორანი და სასტუმრო ძალიან მაღალ ფასებს აწესებს, გეგონება არაფერი არ მომხდარა – ვახტანგ ჭარაია

376
joint-item8-mp4-snapshot-01-27--2019-06-22-20-48-41 (2)

„მოვუწოდებ რესტორნებსა და სასტუმროებს იყვნენ უფრო ადეკვატურები თანამედროვე რეალობაში“,-ამის შესახებ ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, შემცირდა მოსახლეობის შემოსავლები და შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ მომსახურების სფერომ ფასები არ დაწია, სასტუმროები და რესტორნები ვერ შეძლებენ მომხმარებლების მოზიდვას.

„კარგია რომ ასე ოპტიმისტურად არიან, მაგრამ მეეჭვება ეს რეალობასთან ახლოს იყოს. თუ სასტუმროებმა და რესტორნებმა ფასები არ დაწია, მეეჭვება რომ შეძლონ იმდენი მომხმარებლის მოზიდვა, რომ მათ გახსნას აზრი ჰქონდეს. არ არის 2019 წელი, როდესაც 9 მილიონი ვიზიტორი შემოდიოდა ქვეყანაში და ადგილობრივებსაც შეეძლოთ დასვენებისთვის გადახდა. დღეს სხვა რეალობაა. მოვუწოდებ უფრო ადეკვატურები იყვნენ თანამდეროვე რეალობაში.

თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ ყველას არ აქვს მსგავსი არაადეკვატური ფასები. მაგალითად აჭარაში, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები 2 ვარსკვლავიანის ფასად სთავაზობენ მოხმარებელს დასვენებას. მაგრამ ზოგადი ფასები ჯერ ისევ არაადეკვატურია და დასაწევია, რომ ადგილობრივებმა შეძლონ საქართველოში დასვენება“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან ამოქმედდება. 1 ივლისიდან კი ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისთვისაც გახსნის.