LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი კადრი ვნახე აქციაზე მიმავალი ხალხის. ერთმა მომცელა. ქალი იჯდა „მარშუტკაში“ ფანჯარასთან მიყუჟული. ხელები ჰქონდა გადაჯაჭვული და თითებს უჭერდა ერთმანეთს: ელენე ხოშტარია

609
ხოშტარია ელენე elene khoshtaria xoshtaria

მმართველი გუნდის მიერ ჩატარებულ აქციას პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ აქციაზე მიმავალი ერთ-ერთი ქალის ემოციურმა მდგომარეობამ მასზე ძალიან იმოქმედა.

როგორც ელენე ხოშტარია წერს, „ქალის სულიერი მდგომარეობა მასზე გადავიდა“ და წარმოიდგინა, თუ რამდენი პრობლემა ჰქონდა მას, რომელიც „ვიღაც მდიდარ ბოროტ კაცს სჭირდება, როგორც სტატისტიკური ერთეული“.

„ბევრი კადრი ვნახე აქციაზე მიმავალი ხალხის. ერთმა მომცელა. ქალი იჯდა “მარშუტკაში” ფანჯარასთან მიყუჟული. არც ნერვიულად იქცეოდა, არც აგრესიულად, დაძაბულობა და დათრგუნულობა ეტყობოდა უფრო. ხელები ჰქონდა გადაჯაჭვული და თითებს უჭერდა ერთმანეთს.

ასე მგონია, მისი სულიერი მდგომარეობა ჩემზე გადმოვიდა. წარმოვიდგინე, რამდენი პრობლემა აქვს, ღირსება აქვს, თავისი მიზნები, ოცნებები, სურვილები. და ზის აქეთ ვიღაც მდიდარი ბოროტი კაცი და სულ ცალ ფეხზე ჰკიდია მისი მთელი ცხოვრება, განცდა და აზრი. სჭირდება, როგორც სტატისტიკური ერთეული, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ დაამციროს და ასე მოგრეხვამდე მიიყვანოს მისი სხეული სულიერი ტკივილისგან.

ნუ, ჩვენც სანახაობასავით ვუყურებთ ამ კადრებს. ასეთია ფბ რეალობა, ვერავის წავუკითხავ ლექციებს მაგაზე.

კატასტროფაა ჩვეულებრივი. ადამიანის გათელვაზე უარესი რა შეიძლება იყოს, არ ვიცი?!“, – წერს ელენე ხოშტარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები