LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, სხვა მოლოდინი, ვერ გვექნებოდა“ – კობახიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე

150
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (6)

„დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გვექნებოდა“ – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ეს არ იყო იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც საკუთარ სახელმწიფო ინტერესზე უნდა ზრუნავდეს.

„როცა ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი. ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე.

ერთის მხრივ საუბრობ შენ კანდიდატის სტატუსი მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის შემაშფოთებელი. ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად. ამის იქით ალბათ კომენტარი არც არის საჭირო.

რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა შევახსენო პრეზიდენტს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო, იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტი: „თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ.. შედეგს ვერ მიაღწევთ, ვერა!“

პრეზიდენტი: ბელარუსს გავუფრთხილდით, ლუკაშენკომ ოკუპაციის კანონი დაარღვია – ახია ჩვენზე! შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი