Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ბევრი დარწმუნდა, რა ფასი აქვს უმანქანო თბილისს, ამიტომ მოვითხოვოთ, ერთი დღე, მინიმალურმა ტრანსპორტმა იმოძრაოს…” – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრი დარწმუნდა, რა ფასი აქვს უმანქანო თბილისს, ამიტომ მოვითხოვოთ, ერთი დღე, მინიმალურმა ტრანსპორტმა იმოძრაოს…”

457
tornike-bziava-news

ქეთი დოლიძის შვილი, მსახიობი თორნიკე ბზიავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პატარა ვიდეოს, სადაც ასახულია, როგორ სეირნობენ თბილისის ქუჩებში ველოსიპედით და წერს, რომ მანქანებით გადაადგილების აკრძალვას დადებითი მხარეც აქვს. ის სტატუსში თავისი ინიციატივის შესახებ წერს:

“გამარჯობა! ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ალბათ, ბევრი ადამიანი დარწმუნდა, რამდენად დიდი ფასი აქვს უმანქანო თბილისს. ყველაფრის მშვიდობიანად ჩავლის შემდეგ, ვეცდებით გავაკეთოთ პეტიცია, რომლის მოთხოვნაც იქნება – კვირაში ერთი დღე ქალაქი ყველაზე მინიმალური ტრანსპორტით ისარგებლებს. დაახლოებით როგორც ახლა.
ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეკოლოგიისა და ასევე ნებისმიერი ადამიანის აზროვნების, დასვენებისა და საერთოდ ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრით.
რამდენიმედღიანი გამოკითხვის შედეგად 98% ადამიანებისა სიხარულს გამოთქვამს ლ, თუ ასეთი რამ დასაშვები გახდა. ამას გარდა, ეს იქნება განსაკუთრებული მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვის, რაც საერთო პოლიტიკისთვისაც კარგი იქნება.
ვფიქრობთ, რომ ეს იდეა გასააზრებელია”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები