LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც.. როცა ეგონათ დაგვანგრიეს, მაშინ ვაჩვენეთ რა შეგვიძლია, ასე იქნება ახლაც“ – ანა წითლიძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

128
ანა-წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიამ დატოვა. პარტიაში მიმდინარე პროცესებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „სანამ მიხეილ სააკაშვილი პარტიის მთავარი ლიდერი იქნება, ბევრ ახალმოსულსაც ნახავს, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც“.

ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“

როგორც წითლიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, „ყველა წასული ადამიანი დანაკლისია, თუმცა ენმ-ს კრიზისის წარმატებად ქცევა შეუძლია, რაც არაერთხელ უნახავთ და მაშინ, როცა ფიქრობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაანგრიეს, ამავე პარტიის წევრებმა აჩვენეს, რა შეუძლიათ“.

„2012 წლის ოქტომბერში წაგებული არჩევნების შემდეგ მოვედი „ერთიან ნაციონალური მოძრაობა“-ში. ამ 11 წლის მანძილზე უამრავი შიდა წასვლები მინახავს, ხშირად ჩემი პოლიტიკური გამოცდილებისთვისაც გაუგებარი, როდესაც ვერ ვხსნიდი როგორ შეიძლება ადამიანებმა მთავარს უღალატონ ვიწრო პარტიული წყენების, გაუგებრობების ან ძალაუფლების გამო. ბევრი მინახავს მობრუნებულიც. ყველა წასული დანაკლისია მაგრამ ამავე დროს ახალი შესაძლებლობა არის პარტიისთვის. ენმ-ს რომ კრიზისის შესაძლებლობად და წარმატებად ქცევა შეუძლია ეს არაერთხელ ვნახეთ წარსული გამოცდილებით. როცა ეგონათ დაგვანგრიეს მაშინ ვაჩვენეთ რა შეგვიძლია. ასე იქნება ახლაც. 11 წელია აქ ვდგავარ და ვიდგები მანამ სანამ რუსულ რეჟიმს არ დავამარცხებთ. სანამ Mikheil Saakashvili – არის ამ პარტიის მთავარი ლიდერი და მოტივატორი. ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც. ვინ წარსულია და ვინ მომავალი მაგასაც გვანახებს ამომრჩეველი. ბევრი შეცდომა მეც მქონია, მაგრამ ეს არასოდეს შემშლია არც ერთი შიდა „გაუგებრობების“ დროს, იქ ვმდგარიყავი სადაც დევნილი და ახლა უკვე ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტია“, – წერს ანა წითლიძე.

არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია

„თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში“ – გია ბარამიძე ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე

 

 

2012 წლის ოქტომბერში წაგებული არჩევნების შემდეგ მოვედი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement.

ამ 11…

Posted by Ana Tsitlidze on Thursday, December 7, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები