LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრ ადამიანს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება.. უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო პროგრამები, მხოლოდ ესეც ვერ უშველის, თუ სოციალურ-ეკონომიკური გარემო საყოველთაოდ არ შეიცვალა“ – გოგა ჩანადირი 

143
გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანაში ფსიქოლოგიური დახმარებისთვის მნიშვნელოვანია, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო პროგრამები:

„საქართველოში ბევრ ადამიანს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება. ყოფილ სპორტსმენებს, სამხედროებს, თანამდებობიდან წასულებს, მოზარდებსა და ასე შემდეგ.

„როცა ვინმეს გაშავება უნდათ, სრულიად ლიბერალურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკოსები ცინიკურად ამბობენ: „ფსიქიატრიის სფეროა“ - ვუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს“ – გიორგი კეკელიძე

მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საგარეჯოში მომხდარ თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც თავდამსხმელის ფსიქიკურ პრობლემებზე მიუთითებს, „მახინჯი სტერეოტიპებითა და საბჭოთა ტრადიციით ნაკარნახევი“.

ამის საჭიროება გამძაფრდა კოვიდპანდემიის შემდეგ. უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო პროგრამები. მხოლოდ ეს პროგრამებიც ვერ უშველის, თუ საყოველთაოდ არ შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური გარემო.“ – წერს გოგა ჩანადირი.

ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით, საგარეჯოს რაიონში თავდასხმა მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის, დაჭრილია 5 მოქალაქე.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა პირმა განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

„სამხედროების სხეულს, ფსიქიკას და მომავალს სახელმწიფოები ეპატრონებიან და ხშირად ართმევენ – ეს ტრავმის მაწარმოებელი სტრუქტურაა და მათზე გაორმაგებული სოციალური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“ – თამთა მიქელაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები