ბევერლი ჰილსში გამართულ ჰოლივუდის ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონიაზე, სექსუალური შევიწროების სკანდალთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა.
შოუს მიზანი თანხების მოზიდვა იყო იმ მსახიობებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ან ფინანსური პრობლემები აქვთ.
მთავარი პრიზი ბრიტანელ მსახიობს, ქეით უინსლეტს გადაეცა.
სიტყვით გამოსვლისას მსახიობი იმდენად ემოციური იყო, რომ იძულებული გახდა, რამდენჯერმე შეჩერებულიყო და აუდიტორიისთვის ბოდიში მოეხადა.
ქეით უინსლეტი ადამიანების მიერ ერთმანეთის დახმარების მნიშვნელობაზე საუბრობდა.