,,ბეტმენის” გადაღებები კორონავირუსის გამო ისევ გადაიდო. ჰოლივუდის სტუდიამ Warner Bros გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა.
Vanity Fair და The Hollywood საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ინფიცირებული 34 წლის მსახიობი რობერტ პატინსონია.
როგორც ცნობილია, გადაღებები ორი კვირით გადაიდო, ადრე კი გადაღებები ექვსი თვით იყო დაპაუზებული კორონავირუსის პანდემიის გამო.
გადაიდება თუ არა ფილმის პრემიერა, რომელიც 2021 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი, ჯერ-ჯერობით უცნობია.