LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეთანიის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

197
244711540-6135682816505768-4200746821843598088-n

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

7 კმ-იან საავტომობილო გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია არსებული გზის გაფართოვება, ცემენტ-ბეტონის 18 სმ სისქის საფარის, ხოლო ნაწილობრივ მაღალ ქანობებზე – ბაზალტის ქვით ქვაფენილის დაგება.

პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის მრგვალი მილები, რკინაბეტონის ღია ღარები და ქვით მოკირწყლული ბეტონის კიუვეტი. ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შედეგად, განახლებულ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა გახდება მეტად უსაფრთხო და კომფორტული.

ბეთანიის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 5,9 მილიონ ლარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები