მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ, რუსთაველის თეატრმა ოფიციალურად მოხსნა ყველა როლიდან. ამის შესახებ მან ბრძანება და ინფორმაცია თავად გამოაქვეყნა და დაწერა:
„როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი…
რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია მინდა იცოდეთ… გაიხარეთ“.
რობერტ სტურუას მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, რომ მსახიობი როლებიდან მოხსნილია მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობის საკითხი.