LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო ზანგური: “მეგობრებო დავკარგე ყველაფერი, დღეს დავრჩი აბსოლუტურად და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უსახლკაროდ!!!”

2717
ბესო-ზანგური

მსახიობი ბესო ზანგური, სოციალურ ქსელში წერს, რომ უსახლკაროდ დარჩა.

ზანგური დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს თუმცა აღნიშნავს, რომ ყველაფერი დაკარგა.

“თავს ვთვლი ვალდებულად რომ ჩაგაყენოთ საქმის კურსში ვინაიდან ბევრი დახმარება და გვერდზე დგომა დამანახეთ, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ…დღეს დასრულდა და აღსრულდა სამართალი ისევე როგორც ბევრს დაემართა ამ ქვეყანაში, დიახ მეგობრებო დავკარგე ყველაფერი…მიუხედავად ყველაფრისა და არ მაქვს ბევრი ახსნის თავი და ნერვები და გთხოვთ ნურც კომენტარში დამისვამთ კითხვებს ..დღეს დავრჩი აბსოლუტურად და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უსახლკაროდ!!!

გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება, რა იმედით გპირდებით არ ვიცი მაგრამ გპირდებით!
სულ ესაა.”-წერს ბესო ზანგური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები