რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რომელიც „დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, ბრალდებებს inforustavi.ge-სთან საუბრობს, სადაც ინტერვიუს სრულ ვერსიას გაეცნობით, ჩვენ კი ამონარიდს გთავაზობთ.
„– ადასტურებთ თუ არა ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს?
– არა და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემი გენეტიკით, აღზრდით, ცხოვრებით, ვარ მუდამ ძალადობის წინააღმდეგი. ვგმობ ყველანირ ძალადობას, თუნდაც იმ ბულინგს, რაც ჩემ წინააღმდეგ ხდება. ხალხს არ აქვს მოსმენილი ჩემი მხარე. მე მყავს მეუღლე უსაყვარლესი და შვილები. ამ შვილებში 2 გოგონაა და მე ვიქნები მუდამ პირველი, ვინც დაგმობს ძალადობას. ნოდარიკო ზანგურს არ ჰყავს არც მოძალადე მამა და არც მატყუარა დედიკო, მას ორივე ღირსეული მშობელი ჰყავს. სულ ესაა.
– რა მოხდა იმ კონკრეტულ ღამეს, რომელსაც იხსენებდა ნინუცა, რატომ წავიდა ის სახლიდან?
– დღემდე არ ვიცი, რატომ წავიდა. ალბათ, იმიტომ, რომ მუდამ ტყუილის ქვეშ მაცხოვრებდა… მე რეპეტიციაზე წავედი, ის სახლიდან.
– მეუღლეზე ეჭვიანობდით?
– არ ვარ ეჭვიანი კაცი, ზომიერად კი, მაგრამ ჩემი ოჯახი არაა ცემა-ტყეპის მომხრე.
– რა გახდა იმ ღამით კამათის მიზეზი?
– არა, არ გვიკამათია. გიხსნით, მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. დავიძინე, გავიღვიძე და წავედი რეპეტიციაზე, რომ მოვალ, ვილაპარაკოთ-მეთქი, მოვედი და აღარ დამხვდა. მან იცოდა, რომ მე ტყუილს არ ვაპატიებდი და დამასწრო წასვლა, ვიდრე მე წავიდოდი.
– ანუ ამბობთ, რომ იმ ღამით, როცა დაბრუნდით გასტროლიდან, დაიძინეთ და დილით, როცა გაიღვიძეთ, წასული დაგხვდათ?
– არა, დილით კოცნით გამაცილა სახლიდან, ღმერთს ვფიცავარ…“
ბესო ზანგურმა ორსულ ნინუცა მაყაშვილს ოჯახის წევრების წინ სცემა
თამარ მაყაშვილი: „მე მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი და შეგიძლიათ ასე დაწეროთ – ბესო ზანგური არის ნაძირალა!..“
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ბესო ზანგურის ბობოქარი პირადი ცხოვრება, ხუთი შვილი და თვითმკვლელობის მცდელობა
რობერტ სტურუა: ,,კაცს კლავთ და არ ხართ დარწმუნებული 100%-ით მის დანაშაულში…”