LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესიკ ხარძიანის შვილი: “როცა ნაცების ქებას დაიწყებთ, გახსოვდეთ, რომ ისინი მკვლელები და მწამებლები არიან”

392
BeFunky-collage (16)

ქეთა ხარძიანი სოციალურ ქსელში მოკლული მამის, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმეს იხსენებს და საზოგადოებას მიმართავს.

“9 წლის წინ ამ დღეს, ამ დროს ვარაზისხევში გააჩერეს, ესტაკადის ქვეშ მანქანა მიაყენებინეს, მანქანიდან გადმოიყვანეს, პირში ნარკოტიკი ჩააყარეს, მანქანაში ჩაუდეს და უდანაშაულო ადამიანი დააკავეს. შემდეგ 8 წელი მიუსაჯეს, დანაშაულისთვის, რომელიც არასდროს ჩაუდენია.

აწამეს, შედეგად “კუს ტბის” წილები დაათმობინეს. პირველ ინსტანციაში პროცესი მოიგო. სასამართლომ თქვა, რომ “კუს ტბა” იძულებით, წამების შედეგად გადააფორმებინეს.

სამართლებრივი გზით, რომ ვერ მოერივნენ მოკლეს…
როცა ნაცების და მათი ჯალათების ქებას დაიწყებთ, გახსოვდეთ, რომ ისინი მკვლელები და მწამებლები არიან! მათი ხელის დამფარებლები კი უარესი დამნაშავეები არიან!…”

“თინა ბოკუჩავა შენ რომ საზღვარგარეთ განათლებას იღებდი, იმისთვის, რომ ახლა ასე გეწიკვინა, მე გლდანის ციხეში ვუყურებდი უდანაშაულო მამაჩემს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები