ბეშუმში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტს კომპანია “ელიტ სქიი რესორტი” ახორციელებს.
როგორც ghn.ge წერს, კომპლექსი მოიცავს 60 ნომრიან სასტუმროს (“ამბასადორის” ბრენდის), კვების ობიექტებს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ-გასართობ ცენტრს. კომპლექსი აღჭურვილი იქნება ლიფტებითა და პანდუსებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოთი. ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელ-გასართობი ინფრასტრუქტურა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ელიტ სქიი რესორტს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით 2016 წლის მაისში 56344 ლარად საკუთრებაში გადაეცა კურორტ ბეშუმში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.