LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესელია: ელისაშვილს ფაქტების დასაბუთება მოუწევს

79

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, თბილისის საკრებულოს წევრის, ალეკო ელისაშვილის, განცხადებებს პასუხობს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ელისაშვილმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, პროკურატურას კონკრეტული ფაქტები უნდა წარუდგინოს.

,,წინასაარჩევნო პერიოდი ზოგიერთი პარტიისთვის, როგორც ჩანს, უკვე დაიწყო. მაქვს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გამძაფრდება ცილისწამებები და ბრალდებები. მიმაჩნია, რომ ის რაც ახლა ხდება, ვგულისხმობ ელისაშვილის განცხადებებს,  ან წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ან სხვა მოტივაცია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ელისაშვილს აკისრია ვალდებულება, წარადგინოს კონკრეტული ფაქტები პროკურატურის წინაშე. გაუგებარია წელწადნახევარი რატომ სდუმდა ეს ადამიანი. მას ჩვენება მიცემული აქვს და ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს ან დაასაბუთოს ფაქტები – განაცხადა  ეკა ბესელიამ.

ადამიანის  უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ალეკო ელისაშვილმა ერთი ადამიანის გვარი მაინც უნდა დაასახელოს, რომელიც ამ სიაში ანგარების საფუძველზე მოხვდა.

”თუ ვინმე რაიმე ტიპის კორუფციაში იყო გარეული და ანგარების მოტივით იყო ჩართული ამ საქმეში, გამოვარკვიოთ და გამოვააშაკარავოთ და აუცილებლად პასუხს აგებს ნებისმიერი ადამიანი. მაგარამ მანაც უნდა აგოს პასუხი ვინც ასეთ ცილისწამებლურ განცხადებებს აკეთებს” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები