LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესელია ალექსანდრე ელისაშვილს და ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივის

40

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილსა და ჟურნალისტ ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივის.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე, ეკა ბესელიას ადვოკატი გიგა კვერენჩხილაძე შეიტანს.

კვერენჩხილაძის თქმით, სასარჩელო მოთხოვნაა, ელისაშვილს და კილაძეს დაევალოთ გამოაქვეყნონ ის გადაწყვეტილება, რასაც მათ წინააღმდეგ სარჩელზე სასამართლო მიიღებს.

“ისინი მედიის მეშვეობით ეკა ბესელიას მიმართ, არაერთ ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებენ, მათ შორის ადანაშაულებენ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების მფარველობაში და ფულის აღებაში. სარჩელით მოვითხოვთ სახელისგამტეხი განცხადებების უარყოფას”, – განაცხადა გიგა კვერენჩხილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები