LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერმუდის სასამართლო Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას მოსარჩელეებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის 607 მლნ დოლარის გადახდას ავალდებულებს

138
უსათაურო დიზაინი (3)

ბერმუდის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ის შვილობილს კომპანიას მოსარჩელეებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის 607 მლნ დოლარის გადახდას ავალდებულებს.

CS Life-ს ზარალის ასანაზღაურებლად 42 დღე აქვს. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიამ 42 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს თანხა, რომელიც დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება მანამ, სანამ CS Life-ის საჩივარი განისაზღვრება. ამის შემდეგ კი საბოლოო ზიანი უნდა აუნაზღაურდეთ მოსარჩელეებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს.

“გადაწყვეტილება მoჰყვება მარტის სასამართლოს შედეგს, რომელმაც დაადგინა CS Life პასუხისმგებელობა, რომ არ მიიღო ადეკვატური ზომები ანგარიშებზე თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის თავიდან ასაცილებლად. ბ-ნი ივანიშვილისა და მისი ოჯახის მფლობელობაში მყოფი Credit Suisse-ის ანგარიშებზე ჯამური ზარალი 1,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

21 ივნისს გამართულ მოსმენაზე CS Life ამტკიცებდა, რომ მას არ უნდა გადაეხადა დავალიანება მანამ, სანამ გასაჩივრების ყველა გზა არ ამოიწურებოდა და ცდილობდა დაყრდნობოდა Credit Suisse-ის გარანტიას, როგორც საკმარის უზრუნველყოფას, თუმცა სასამართლომ ეს განცხადება არ დააკმაყოფილა.

ბანკის პერსონალის მიერ 7 წლის განმავლობაში ჩადენილი თაღლითობის შედეგად დაზარალებულებმა, საერთო ჯამში, 1 მილიარდი დაკარგეს. Credit Suisse-ის ერთი თანამშრომელი ნასამართლევია თაღლითობაზე, შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველმა უწყებამ კი ხაზი გაუსვა ბანკის სისტემაში და კონტროლის მექანიზმში ჩავარდნებს, რამაც დანაშაულები გამოიწვია”, – აღნიშნულია AP News-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

bloomberg: ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ში $607 მილიონი დაკარგა

რა წერია წერილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2 დღის წინ Credit Suisse-ისგან მიიღო – „ეს გზავნილი არის უპრეცედენტო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები